დღე მეცხრე
საინტერესოდ წარიმართა. საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა. თითოელმა ჩვენგანმა წარვადგინეთ პროექტის პორტფოლიო. შევაჯამეთ ცხრა დღის ნაშრომი, მოვისმინეთ ერთმანეთის აზრი პროექტის ირგვლივ, ვიყავით ერთმანეთის კრიტიკული მეგობარი. ამ ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა. როგორ შევარჩიო პროექტის თემა, რომ განუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები, როგორ შევადგინო პროექტის გეგმა, რა რჩევები და მითითებები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. როგორ შევადგინო შეფასების რუბრიკები. აქამდე ეს ყველაფერი ჩემთვის ბუნდოვანი იყო, ახლა თამად და გამართულად შემიძლია გავცე ყველა კითხვას პასუხი პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით . მადლომა გვაცა თქვენ, თქვენი ამტანობისთვის , შრომისმოყვარეობისთვის, ზოგჯერ , ვითომ მკაცრი სახისთვის , მომენატრებით ........ დიდი მადლობა.
intel Education
Saturday, October 15, 2016
Sunday, October 2, 2016
დღე მერვე საკმაოდ დატვირთული იყო . განვიხილეთ მოდული-7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით . თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით რესურსი. და გამოვიყენო სასწავლო პროცესში, ეს ხელს შეუწყობს 21 საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას, მოსწავლეებში თვითრეგულაციის ჩამოყალიბებას. ჩემ მიერ შექმნილი რესურსები შევფუთე ერთ ფაილში და განვათავსე ბმულზე. ეს ხელს შემიწობს ჩემი ნამუშევრების წვდომაში.
Saturday, October 1, 2016
Sunday, September 25, 2016
მეხუთე დღე
ძალიან დატვირთული იყო.კიდევ ერთხელ დავუბრუნდი პროექტის გეგმის შაბლონს. ტრენერმა გადაამოწმა ჩემ მიერ შექმნილი პროექტის მონახაზი. გავეცანი მოდული 3 ის საკითხებს. როგორ დავიცვა ნორმები ტექნოლოგიების გამოყენებისას. შემდგომში გამოყენებ ინტერნეტს კვლევისთვის. მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის და მისი მუხლჩაუხრელი შრომისთვის.
Tuesday, September 13, 2016
დღე მეოთხე. ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. გავეცანი სასწავლო პროგრამის დაგეგმვას. შევიმუშავე საკვანძო კითხვები.ზოგადი , თემატური, შინაარსობრივი. შევიმუშავე შეფასების დროის სქემა, რომელმაც მაჩვენა თუ როგორ განსხვავდება ჩვეულებრივი გაკვეთილი პროექტისაგან. შევეცდები მიღებული ცოდნის რეალიზება მოვახდინო ჩემს საგაგვეთილო პროცესში.
Saturday, September 10, 2016
დღე 2
დღევანდელი დღე დატვირთული გამოვიდა. დღე დაიწყო პროექტის იდეების მოწოდებით მსმენელებისგან მოვისმინეთ პროექტის სათაურები, როგორ დავგეგმოთ და განვახორციელო რეალობაში. ტრენერმა მოგვცა მიმართულება . გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. , თუ როგორ უნდა მოვამზადოთ პუბლიკაცია. მადლობა თქვენი შრომისთვის
Subscribe to:
Posts (Atom)