Sunday, September 25, 2016
მეხუთე დღე
ძალიან დატვირთული იყო.კიდევ ერთხელ დავუბრუნდი პროექტის გეგმის შაბლონს. ტრენერმა გადაამოწმა ჩემ მიერ შექმნილი პროექტის მონახაზი. გავეცანი მოდული 3 ის საკითხებს. როგორ დავიცვა ნორმები ტექნოლოგიების გამოყენებისას. შემდგომში გამოყენებ ინტერნეტს კვლევისთვის. მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის და მისი მუხლჩაუხრელი შრომისთვის.
Tuesday, September 13, 2016
დღე მეოთხე. ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. გავეცანი სასწავლო პროგრამის დაგეგმვას. შევიმუშავე საკვანძო კითხვები.ზოგადი , თემატური, შინაარსობრივი. შევიმუშავე შეფასების დროის სქემა, რომელმაც მაჩვენა თუ როგორ განსხვავდება ჩვეულებრივი გაკვეთილი პროექტისაგან. შევეცდები მიღებული ცოდნის რეალიზება მოვახდინო ჩემს საგაგვეთილო პროცესში.
Saturday, September 10, 2016
დღე 2
დღევანდელი დღე დატვირთული გამოვიდა. დღე დაიწყო პროექტის იდეების მოწოდებით მსმენელებისგან მოვისმინეთ პროექტის სათაურები, როგორ დავგეგმოთ და განვახორციელო რეალობაში. ტრენერმა მოგვცა მიმართულება . გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. , თუ როგორ უნდა მოვამზადოთ პუბლიკაცია. მადლობა თქვენი შრომისთვის
Friday, September 9, 2016
დღე პირველი
საინტერესოდ წარიმართა ჩემთვის ტრენინგის პირველი დღე. მოლოდინმა გაამართლა, ტრენერმა მკაფიოდ და თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინა 1 მოდულის მიზნები და ამოცანები.განვიხილეთ მოდულის საკითხები. თუ რა ამოცანები და დავალებები გვექნება სამომავლოდ შესასრულებელი. ვნახე ვიდეო რგოლიპროექტით სწავლებაზე.რამაც მომცა მიმართულება , მე თვითონ მოვიფიქრო და ვიმუშაო პროექტზე. გავეცანი 21 საუკუნის უნარ- ჩვევებს, რაც დამეხმარება სამომავლოდ ჩემი მოსწავლეების უნარების გამოვლინებაში.ვნახე პროექტი # რომეო და ჯულიეტა# 21 საუკუნის გამოხმაურება. შევქმენი საქაღალდეები.
Subscribe to:
Posts (Atom)